მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ სუამ-ის მომავლის შესახებ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს წარმოდგენილი ხედვა მომდევნო წელს სტრატეგიად გარდაიქმნება

ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ სუამ-ის მომავლის შესახებ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს წარმოდგენილი ხედვა მომდევნო წელს სტრატეგიად გარდაიქმნება.

ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში განუცხადა, სადაც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია იმართება.

"წელს ჩვენ გვაქვს პატივი, ვიყოთ სუამ-ის თავმჯდომარე და წლევანდელი წელი ნამდვილად გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით. ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში წარმოდგენილ იქნა ხედვა ორგანიზაციის მომავალი ნაბიჯების შესახებ. ეს ხედვა უკავშირდება მეტ პოლიტიკურ კონსოლიდაციას, მეტ ეკონომიკურ თანამშრომლობას, მეტ სექტორალურ ჰარმონიზაციას და მეტ ხალხთაშორის კონტაქტებს. სწორედ ამ ხედვას დაეფუძნება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელზეც უკვე მუშაობს სამდივნო და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკვე მომავალი წლის დასაწყისში, მოლდოვას თავმჯდომარეობისას, ეს ხედვა გარდაიქმნება სტრატეგიად და კონკრეტული ქმედებები გაიწერება",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ყოველწლიური სესიის ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება თემებზე: რეგიონული უსაფრთხოების საერთო მიდგომა, ერთობლივი ძალისხმევა ტრანსსასაზღვრო დანაშაულების წინააღმდეგ, მდგრადი მომავალი: განახლებად ენერგიაზე გადასვლის გამოცდილების გაზიარება.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია შემაჯამებელი დოკუმენტის მიღებით დასრულდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს