ირაკლი აბესაძე - მთავრობის შემადგენლობასთან ბევრი მწვავე შეკითხვა გვექნება

"ევროპულ საქართველოს" მთავრობასთან მწვავე კითხვები ექნება, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ გუნდით და ამ პროგრამით მთავრობისთვის მხარდაჭერა წარმოუდგენელია.

"ჩვენ გვიწევს მთავრობის დამტკიცების პროცედურების გავლა შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი სამთავრობო რესტრუქტურიზაციის შემდგომ. გვეყოლება მთავრობის იგივე შემადგენლობა, იგივე მიდგომები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას ცალსახად გამოჩნდა. ეს არის მიდგომები, რომელმაც გასულ წლებში ჩიხში შეიყვანა ეკონომიკა და მნიშვნელოვნად გაართულა ცხოვრება საქართველოში. სამწუხაროდ, ახალი მთავრობაც არ აპირებს უარი თქვას ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე, არ აპირებს შეამციროს გაბერილი ხარჯები, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა მთავრობის შემადგენლობისადმი. ამ გუნდით და ამ პროგრამით მათი მხარდაჭერა არის წარმოუდგენელი", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება და სავარაუდოდ, დღესვე, ბიუროს სხდომაზე გავა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს ოფიციალურად პრეზიდენტი წარადგენს. თავის მხრივ, პარლამენტს განხილვის 7-დღიანი ვადა აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა