სამების ახალგაზრდულ ცენტრში, აქტუალურ თემებზე შეხვედრები შაბათის ნაცვლად ხუთშაბათობით გაიმართება

სამების ახალგაზრდულ ცენტრში აქტუალურ თემებზე შეხვედრები შაბათის ნაცვლად ხუთშაბათობით გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ვებ–გვერდზე გავრცელდა.

„გაცნობებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში დაწყებული შეხვედრები (რომელზეც სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ყოველკვირეულად მიმდინარეობს საუბრები) ამიერიდან შაბათის ნაცვლად ჩატარდება ხუთშაბათობით 18:00 საათზე. მომდევნო შეკრება გაიმართება ა.წ. 21 დეკემბერს 18:00 საათზე“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მომავალ ხუთშაბათს შეხვედრის თემა იქნება „ნარკოპოლიტიკა საქართველოში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო