„ბირჟა მაფიის“ წევრი გიორგი ქებურია - მოხარული ვარ, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა

მოხარული ვარ, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა, - ამის შესახებ „ბირჟა მაფიის“ წევრმა გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი ქებურიას თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება, რომელიც შეეხება პოლიციელთა მიერ ჩადენილ ქმედებას მისი და მიხეილ მგალობლიშვილის წინააღმდეგ ობიექტურად დასრულდება.

„ბირჟა მაფიის” წევრის გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყდება.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.”ბირჟა მაფიას” წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ და დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებდენ, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.

იხილეთ ვიდეო: "ბირჟა მაფიის" წევრი გიორგი ქებურია - მოხარული ვარ, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს