სოფო ქაცარავა აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის „დელეგაციის ვიზიტზე“ - ბრიუსელში „ვიზიტი“ კერძო ინიციატივაა

ბრიუსელში ვიზიტი იყო კერძო „ვიზიტი“ და კერძო ინიციატივა, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის „დელეგაციის ვიზიტს“ ბრიუსელში.

ქაცარავას შეფასებით, აღნიშნულით ევროკავშირის პოზიცია არანაირად აისახება.

"ჩვენ პირიქით ვხედავთ, რომ ახლა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს ევროკავშირის მხრიდან და ყველა სხვა პარტნიორის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. რაც შეეხება ცალკეულ მსგავს შემთხვევებს, ჩვენ გვაქვს მყისიერი რეაგირება. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ყოველთვის მყისიერი რეაგირება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან. ეს არის მათი ძალიან მტკიცე პოზიცია", - განაცხადა ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის „დელეგაცია“ რამდენიმე დღის ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო