გიგი წერეთელი - რაც შეიძლება ადრე უნდა მოხდეს საზღვარგარეთ სეპარატისტული ხელისუფლების ვიზიტების დაბლოკვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის გიგი წერეთლის აზრით, საზღვარგარეთ სეპარატისტების ვიზიტებზე რეაგირება ხშირად დაგვიანებულია.

ამის შესახებ წერეთელმა ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბრიუსელში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

"პროცესი სეპარატისტული ხელისუფლების ლეგიტიმაციისა, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს და მხარდაჭერილია, უმეტეს შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან, ძალიან საყურადღებოა. ძალიან ბევრი ფაქტია, რომ თითქოსდა პრივატული ან სხვა ტიპის ურთიერთობები, რომელიც ერთი შეხედვით, არ უნდა იყოს დიდი საფრთხის შემცველი, არის სწორედ ის მცირე ნაკადები, რომელიც შემდგომში უფრო დიდ პრობლემას იწვევს. საქართველო დიდი ხანია, არაღიარების პოლიტიკით არის დაკავებული და საკმაოდ წარმატებითაც. ამიტომ, საჭიროა ყველა ასეთი მოქმედების მაქსიმალურად პრევენცია. ძალიან ბევრ შემთხვევაში არის ხოლმე დაგვიანებული პასუხი, ამიტომ უნდა არსებობდეს ადრეული შეტყობინების მექანიზმი. არის ბევრი სტრუქტურა, რომელსაც აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ, რაც შეიძლება უფრო ადრე უნდა მოხდეს ჩარევა და ასეთი შეხვედრების დაბლოკვა",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს