საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა პირველ ეტაპზე 32 ქუჩაზე დაიწყება

„თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლას ღამის საათებში 32 ქუჩაზე დაიწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლას ღამის საათებში მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს.

"ღამის გრაფიკზე გადასვლა, საპილოტე პროექტის ფარგლებში განხორციელდება და თავდაპირველად, ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ლოკაციას და აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ, როგორც ცენტრალურ ასევე, შიდა ქუჩებს მოიცავს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლას მოახდენენ", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება: ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ბერძენიშვილის ქუჩა, მუხაძის ქუჩა, კავსაძის ქუჩა, ბაზალეთის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ნაფარეულის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, რადიანის ქუჩა, მცხეთის ქუჩა, შატბერაშვილის ქუჩა, ჯანაშვილის ქუჩა, ქუთათელაძის ქუჩა, ატენის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, ელიავას ქუჩა, ცხვედაძის ქუჩა, მარუხის გმირების ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, გაბაშვილის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩა, აბულაძის ქუჩა, მარაბდის ქუჩა, მოსეშვილის ქუჩა, დარიალის ქუჩა, კეკელიძის ქუჩა.

მაია ბითაძის განცხადებით, რკინის კონტეინერები პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერებით შეიცვლება, რომელთა დაცლაც ხმაურს არ გამოიწვევს.

ბითაძის ინფორმაციით, არ იცვლება ქალაქის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმები.

რაც შეეხება თბილისის სხვა უბნებში აღნიშნული პროექტის განხორციელებას, როგორც მაია ბითაძე აცხადებს, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, რაზეც მუშაობას მერია უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ბითაძე აცხადებს, რომ ეს არის იმ 4-წლიანი პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც მერია ახორციელებს საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ტრანსპორტის მოძრაობის რეორგანიზებასთან დაკავშირებით.

ქალაქის საცობისგან განტვირთვის მიზნით, ბითაძის ინფორმაციით, ასევე იგეგმება სამარშრუტო ტაქსებისა და დისტრიბუციის მანქანებთან დაკავშირებით მსგავსი პროექტების განხორციელება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს