დონალდ ტრამპი სპეციალური პროკურორის რობერტ მუელერის განთავისუფლებას არ აპირებს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მის საარჩევნო გუნდსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის საიდუმლო გარიგება არ ყოფილა.

„ეს კარგი არ არის. ამის ყურება ძალიან სამწუხაროა. ჩემს ხალხს ძალიან დასწყდა გული ამის გამო. ვერ წარმომიდგენია, რომ რამეში ვიყოთ დამნაშავე, რადგან, როგორც ვთქვით, არ ყოფილა საიდუმლო გარიგება“, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე სპეციალური პროკურორის რობერტ მუელერის განთავისუფლებას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არ აპირებს.

შეკითხვა მოჰყვა იმ საკითხს, რომ მუელერის გამოძიებამ ტრამპის საარჩევნო გუნდის ელექტრონული მიმოწერა უკანონოდ მოიპოვა. რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა წევრმა ეჭვი გამოთქვა მუელერის გამოძიების სანდოობასთან დაკავშირებით, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ამერიკის პრეზიდენტი მუელერს გაათავისუფლებდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა