გამოკითხვის მიხედვით, ბრიტანელების 10 %-ზე მეტს ევროკავშირში დარჩენა სურს

გამოკითხვის მიხედვით, 10 %-ზე მეტ ბრიტანელს ევროკავშირში დარჩენა სურს, - ასეთია BMG კვლევითი გუნდის მიერ, ბრიტანული გაზეთის, The Independent-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვა 5-დან 8 დეკემბრამდე მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა 1 509 ადამიანმა მიიღო. შეკითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა ბრიტანეთმა ევროკავშირი, რესპონდენტების 51% ევროკავშირის წევრად დარჩენას მიემხრო, 41%-მა კი განაცხადა, რომ უნდა გასულიყვნენ კავშირიდან. 7%-მა განაცხადა, რომ პასუხი არ ჰქონდა, თუმცა როდესაც საბოლოო პასუხი მოსთხოვეს, ევროკავშირში დარჩენის მომხრეების რიცხვი 55.5%-მდე გაიზარდა, 44.5% კი კავშირის დატოვებას მიემხრო.

The Independent-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ასეთი დიდი სხვაობა რესპონდენტების პოზიციებს შორის გასული წლის რეფერენდუმის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

„ბოლო შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის დატოვების მომხრეების რიცხვი მოწინააღმდეგეთა რაოდენობას აჭარბებდა, 2017 წლის თებერვალში დაფიქსირდა, შემდეგ კი კავშირში დარჩენის მომხრეების რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა“, - განაცხადა BMG-ს წარმომადგენელმა მაიკლ ტურნერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს