უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დაკითხვაზე მეორედ გამოიძახებს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ გამოიძახებენ.

ამის შესახებ პროკურორმა ალექსანდრე გოვორუშჩაკმა განაცხადა.

„ეჭვმიტანილმა სააკაშვილმა არ შეასრულა ეჭვმიტანილის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამიტომ მას დაკითხვაზე მეორედ გამოიაძახებენ“, - განაცხადა ბრიფინგზე გოვორუშჩაკმა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილი დაკითხვას მეორედაც ჩაშლის, გენერალური პროკურატურა კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს სააკაშვილი მივიდა პროკურატურაში, შენობის ჰოლში ჟურნალისტებს გაესაუბრა, მაგრამ დაკითხვაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს