საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის ,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 19 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღმოსავლეთ - დასავლეთის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის ,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 700 მმ დიამეტრის და 19 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებო ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია „კომფორტმშენ XXI“-მა შეასრულა. ახლად აშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები უკვე განახორციელა შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ.

„წითელი ხიდი-გარდაბნის“ პროექტის განხორციელებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მთლიანად დაასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს“ 95 კმ სიგრძისა და 700მმ დიამეტრის ახალი მონაკვეთების მშენებლობას. აღნიშნული მონაკვეთები ჩაანაცვლებენ არსებულ კოროზირებულ და სხვაგვარად დაზიანებულ მაგისტრალურ გაზსადენებს, რომელთაგან ზოგიერთი 1959 წელს იქნა ექსპლოატაციაში შესული.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 421 858 ლარს სამშენებელო მასალების გარეშე.

ზემოაღნიშნული მონაკვეთის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ფუნქციონირების საიმედოობა და უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი გაზის მზარდი მოცულობების საქართველოს მომხმარებლებისათვის შეუფერხებლად მიწოდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს