თბილისის ეზიდთა ტაძარში „აიდა ეზიდის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი მსახურება ჩატარდა

თბილისის ეზიდთა ტაძარში „აიდა ეზიდის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი მსახურება ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, მსახურებას სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მსახურების დასრულების შემდეგ ტაძართან არსებულ დარბაზში ეზიდთა სასულიერო საბჭოს ოფიციალური ვებ-საიტის პრეზენტაცია გაიმართა.

სააგენტოს ინფორმაციით, ეზიდი თემისათვის ეს პირველი ოფიციალური ვებ-გვერდია, რომელიც ოთხ ენაზე მუშაობს.

პრეზენტაციაზე ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილ საზოგადოებას, ეზიდ თემს „აიდა ეზიდის“ დღესასწაული და ახალი ვებ-საიტის შექმნა მიულოცა.

პრეზენტაციაზე ეზიდთა სასულიერო საბჭომ დააწესა ჯილდო „ამაკდარი“, რომელიც წელიწადში ერთხელ დამსახურებულ ადამიანებს გადაეცემა.

ქართულ-ეზიდური ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის წელს წოდება „ამაკდარი“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს მიენიჭა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს