საგზაო სექტორის წარმომადგენლებმა მეგზევის დღე აღნიშნეს

საგზაო სექტორის წარმომადგენლებმა მეგზევის დღე აღნიშნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე გამომსვლელებმა მეგზევის დღის ტრადიციაზე, საგზაო სექტორის მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ხელმძღვანელი თამაზ შილაკაძე, საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. ზურაბ ალავიძემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების აუცილებლობაზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.

ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

მეგზევის დღის აღნიშნვას საფუძველი 50 წლის წინ, გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა, რომელიც საგზაო დარგს 1939-1984 წლებში, 47 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად წლის შედეგების შემაჯამებელმა შეხვედრებმა 1967 წლიდან ტრადიციის სახე მიიღო, 80-იანი წლებიდან კი ოფიციალურ პროფესიულ დღედ იქცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო