მიხეილ სააკაშვილი - თუკი მართლა სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რატომ არ დამკითხეს პირველივე დღეს?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინელ სამართალდამცველებს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ.

„10-12 დღის წინ დამაკავეს. მათ რომ ჰქონოდათ სასწრაფო საქმე, რომელიც ნამდვილად სახელმწიფო გადატრიალებას ეხება, რატომ არ დამკითხეს აქამდე? რატომ დანიშნეს პირველი დაკითხვა 10 დღის შემდეგ?

თქვენ თვითონ განსაჯეთ: თუ ვინმეს ომში მონაწილე ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურს და თან ამას ФСБ-სთან ერთად აკეთებს, ეს ხომ პროკურატურის ღირსების საკითხია - დროზე გააუვნებელყოს ეს ადამიანი, პირველივე დღეს დაკითხოს და მიიღოს უკრაინის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურაში კარგად იციან, რომ არანაირი გადატრიალება არ მზადდებოდა, ამიტომაც არ აჩქარებენ დაკითხვას და პროცესუალურ მოქმედებებს.

„თუ ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ასეთი მასშტაბური საქმეა, სადაც, მგონი, 16-ჯერ არის ნახსენები „რუსეთის ФСБ“, შენ არ დანიშნავ პირველ დაკითხვას 10 დღის შემდეგ“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო