მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რუსეთი არასდროს ყოფილა საომრად განწყობილი ქვეყანა

რუსეთი არასდროს არ ყოფილა „საომრად განწყობილი ქვეყანა“ ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „ფეისბუქის“ გვერდზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც რუსეთი სპარტას შეადარა.

გაზეთ The Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯონსონმა ისტორიული პარალელი გაავლო. მან ათენი ევროპისა და აშშ-ს ანალოგად გამოაცხადა, რუსეთი კი ჩაკეტილ და არაკეთილმოსურნე სპარტას შეადარა. ამასთნავე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა აუცილებელია.

„შედარება არაკორექტულია. რუსეთი არასდროს ყოფილა საომრად განწყობილი ქვეყანა, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით. ათენსა და სპარტას შორის უთანხმოების არსებობის არსი ამ უკანასკნელში ოლიგარქიული წყობის არსებობაა. ვფიქრობ, დიდ ბრიტანეთზე უფრო ოლიგარქიული ქვეყნის წარმოდგენა შეუძლებელია, ამიტომაც ბორის ჯონსონი, რა თქმა უნდა, ცდება“, - წერს ზახაროვა.

ამასთანავე, მარიამ ზახაროვა ჯონსონის მეორე მოსაზრებას იზიარებს. „ერთ პარალელში შეიძლება მასთან დათანხმება: ათენსა და სპარტას შორის ომებმა კლასიკური საბერძნეთის დასუსტება გამოიწვია, რითაც სპარსელებმა და მაკედონელებმა ისარგებლეს. დღევანდელი უთანხმოებები, რომელიც დასავლეთის დათესილია და თვითონვე ასაზრდოებს, ასუსტებს დასავლურ ცივილიზაციას და ისეთი საფრთხეების წინაშე, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ უფრო უსუსურად წარმოაჩენს“, - დაწერა მარია ზახაროვამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა