პირველად საქართველოში, „ჯიპიაის“ ავტოდაზღვევა გჩუქნით 1000-ლარიან ვაუჩერს

• ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია „თეგეტა“ მოტორსის სერვის ცენტრებში ნებისმიერი პროდუქტსა თუ მომსახურებაზე მთელი წლის განმავლობაში

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებელს კიდევ ერთ უპრეცედენტი აქციას სთავაზობს. ფიზიკური პირები, რომლებიც 1-ელ მარტამდე შეიძენენ მრავალწლიან ავტოდაზღვევას, კომპანია საჩუქრად 1000 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.

აქციის ფარგლებში, დაზღვეულებს შესაძლებლობა ექნებათ სასაჩუქრე ვაუჩერი გაანაღდონ „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში 1000 ლარის ღირებულების ნებისმიერ მომსახურებასა თუ პროდუქტზე, როგორიცაა, საბურავების შეძენა-გამოცვლა, ძრავის დიაგნოსტიკა და შეკეთება, ზეთის შეცვლა და სხვა.

თინათინ სტამბოლიშივილი-„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: „ჩვენ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად მომხმარებელს ვთავაზობდით კიდევ ერთ უპრეცენდენტო აქციას, რომელის მიხედვითაც მრავალწლიანი ავტოდაზღვევის შეძენის შემთხვევაში, დაზღვეულს ზამთრის 4 ახალ საბურავს ვჩუქნიდით. აქციის ფარგლებში, ასობით ადამიანი დაეზღვა. ამჯერად, ჯიპიაის საჩუქარი კიდევ უფრო მრავალფეროვანია და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ავტომობილის საჭიროებისამებრ გახარჯოს 1000 ლარიანი ვაუჩერი მთელი წლის განმავლობაში. წამახალისებელი აქციები ერთ-ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომფლობელი დავაინტერესოთ დაზღვევით და შევთავაზოთ მათ ხანგრძლივი ფინანსური თავდაცვის მექანიზმი გაუთვალისწინებელ შემთხვევებში“

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მრავალწლიანი ავტოდაზღვევა მომხმარებლებს სტანდარტული ავტოდაზღვევის პაკეტისგან განსხვავებულ უფრო კომფორტულ და მოქნილ პროცედურას სთავაზობს, რომელიც ავტომფლობელებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, დაზოგოს დრო და თანხა, მეორე მხრივ შეინარჩუნონ მათზე მორგებული დაზღვევის პირობები წლების მანძილზე და მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გადაიხადონ თანაბარი შენატანი.

ჯიპიაი ჰოლდინგი ავტოდაზღვევის მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის მომსახურება და მოქნილი ანაზღაურების სისტემაა. აპლიკაციით GPI Mobile, მომხმარებელს შეუძლია, ონლაინ განაცხადოს ზარალის შესახებ და მიიღოს დისტანციურად ორ მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში. ეს არის გამარტივებული, მომხარებელზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც აადვილებს ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ფორმალობებს.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს