უკრაინელი დეპუტატი - სააკაშვილი უკრაინაში ჩამოვიდა საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად, მაგრამ ნაცვლად ამისა, ის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთო

ჩვენ ვაფასებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩამოვიდა საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად, მაგრამ ნაცვლად ამისა, ის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთო, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში ოლეგ მედუნიცამ თბილისში მიმდინარე სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ, რომ ის ჩამოვიდა უკრაინაში და გვეხმარებოდა თავისი გამოცდილებით რეფორმებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ამავდროულად მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებულიყო ჩვენთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებით“, - განაცხადა მედუნიცამ.

თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია იმართება. ყოველწლიური სესიის ფარგლებში დაგეგმილ რამდენიმე პანელზე რეგიონული უსაფრთხოების საერთო მიდგომაზე, ერთობლივ ძალისხმევაზე ტრანსსასაზღვრო დანაშაულების წინააღმდეგ, განახლებად ენერგიაზე გადასვლის გამოცდილების გაზიარებაზე მსჯელობენ.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა