”ტოიოტა ცენტრი თეგეტამ” ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა

”ტოიოტა ცენტრი თეგეტამ” ახალი Land Cruiser Prado საქართველოში ბესტსელერი მოდელის Land Cruiser Prado-ს ახალი ვერსიის პრეზენტაცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტადან“ აცნობეს, ”პრადო” მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი გამავლობის ავტომობილია, საქართველოში კი წლებია თავისი სეგმენტის ბესტსელერია.

”ახალ მოდელში წარმოდგენილია განახლებული დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ, 8-დუიმიან Toyota Touch® 2 და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ, 4.2-დუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს. ასევე აღსანიშნავია წინა სავარძლების გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი.

უგზოობის პირობებში, ახალი ”პრადოს” გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი -Torsen Limited Slip (TLS).

ამ ყველგანმავალის Multi-Terrain Select (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode“ ფუნქციის დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში. აღსანიშნავია 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი „Crawl Control“ - ე.წ. ცოცვის ფუნქცია. „Multi-terrain Monitor“ (MTM) ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა და წინა ხედვის როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული და ფართო უკანა ხედვის ეკრანებსაც.

“პრადოს” მთლიანი სიგრძე 60 მილიმეტრითაა გაზრდილი და 4 840 მმ.-ს შეადგენს. მას ახასიათებს განსაკუთრებული მანევრულობა, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია. ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და ფარების დამცავით Toyota Land Cruiser Prado-ს წინა მხარე, თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.

როგორც ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ აცხადებენ, უგზოობის პირობებში მოძრაობისას, წინ ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა.

მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დუიმიანი, ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი და გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი.

განახლებულია საჭეც, რომელიც „Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელის საჭის მსგავსია. ახალი „Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და კრემისფერი - „Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას ხაზს უსვამს მეტალისებური ტექსტურით (Silver Hairline) დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის სრულიად ახალ, მუქი ყავისფერი ხის მსგავს იერს ესადაგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო