თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი დაიწყო

DIB სკოლაში მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) „მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი - ევროპის ახალი სასწავლო ინიციატივა სამოქალაქო კრიზისების მართვის კონტექსტში“ მსმენელების საერთაშორისო ჯგუფს პირველად მასპინძლობს. კურსში მონაწილე ბრიტანელი, გერმანელი, ჰოლანდიელი, რუმინელი, პოლონელი, სერბი, უკრაინელი სამოქალაქო და სამხედრო პირები, ასევე, ექსპერტები სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მუშაობენ.

სამინისტროს განცხადებით, კურსის მიზანს მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესში საჭირო უნარების განვითარება და ცოდნის ამაღლება წარმოადგენს. ტრენინგი კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება და მას კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან.

„ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის კრიზისების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და მედიაციის საშუალებებს გაეცნონ. ისინი ძირითადი პრინციპების იდენტიფიცირებას შეძლებენ, რომელსაც წარმატებული მედიატორი უნდა ფლობდეს. ტრენინგზე მიღებული გამოცდილება მსმენელებს საშუალებას მისცემს სამოქალაქო კრიზისების მართვისას, სათანადო ხერხებისა და ტაქტიკის გამოყენებით, მოლაპარაკებები უფრო ეფექტურად და თავდაჯერებულად აწარმოონ“, – აცხადებენ სამინისტროში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს