გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა თამარ ხახიშვილის სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შუალედური შედეგები ჰარვარდში წარადგინა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა პირველი პრეცედენტი შექმნა და დოქტორანტ თამარ ხახიშვილის სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შუალედური შედეგები ჰარვარდში წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2016 წელს ჰარვარდის ბიზნესსკოლის (HBS) სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის პარტნიორი გახდა და დღემდე წარმატებით ახორციელებს მათი სწავლების მეთოდოლოგიასა და სასწავლო მასალაზე დაფუძნებულ კურსს „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა“ (Microeconomics of Competitiveness).

ჰარვარდის ბიზნესსკოლაში აფილირებული წევრი უნივერსიტეტებისა და აკადემიური პერსონალის ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც კონკურენტუნარიანობის, სტრატეგიისა და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამედროვე გამოწვევებს განიხილავენ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შექმნა პირველი პრეცედენტი და წარადგინა დოქტორანტ თამარ ხახიშვილის სადისერტაციო ნაშრომის: „მართვის ინოვაციური მიდგომები - ქალაქებისა და კომპანიების კონკურენტუნარიანობა“, ფარგლებში ჩატარებული კვლევის შუალედური შედეგები.

მათივე ცნობით, სამეცნიერო თემატურ საბჭოზე ჰარვარდის ბიზნესსკოლის აფილირებული პროფესორების მიერ სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები და რეკომენდაციები. წარმოდგენილი სადისერტაციო თემის ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა კენ ჩერმანმა და შოთა საღრიშვილმა დოქტორანტთან ერთად დაგეგმეს შემდეგი სამუშაო ეტაპები. ამასთან ერთად, შეირჩნენ ჰარვარდის ის აფილირებული პროფესორებიც, რომლებიც დაცვისას ოპონირებას გაუწევენ კანდიდატს.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ერთმნიშვნელოვნად დასახელდა აფილირებულ წევრებს შორის ყველაზე აქტიურ უნივერსიტეტად კავკასიის რეგიონში.

ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენციის ინსტიტუტის პრეზიდენტის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან, როგორც წევრ აფილირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობაც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს