დაბა წაღვერში ახლად რეაბილიტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა

დაბა წაღვერში ახლად რეაბილიტირებული სკოლამდელი აღზრდის რიგით მე-7 დაწესებულება გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ბაღი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარემონტდა.

საბავშვო ბაღი დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მანანა ორჯონიკიძემ დაათვალიერეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელ-გაყვანილობა, შეიღება შენობის გარე-ფასადი, სააღმზრდელო დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე აუდიო-ვიდეო აპარატურით, სამზარეულო ტექნიკით, ასევე სპეციალური გაზ-ქურებით, ოთახები განახლდა ასევე ავეჯით და მომარაგდა ყველა საჭირო ინვენტარით.

მერის განცხადებით, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და ბავშვებისათვის სათანადო, საერთაშორისო სტანდარტების გარემოს შექმნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება მომავალ წელსაც. მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო ბაღი სრულად არის გარემონტებული და აღჭურვილი. მომავალ წელს ჩვენ დანარჩენი ბაღების კეთილმოწყობას განვახორციელებთ“,- აღნიშნა ლევან ლიპარტიამ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ტაძრისის საბავშვო ბაღი ასევე საზეიმოდ გაიხსნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა