რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს, ევროპის ტერიტორიიდან ბირთვული შეიარაღება გაიტანოს

მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს, ევროპის ტერიტორიიდან ბირთვული შეიარაღება გაიტანოს, - ამის შესახებ РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ ულიანოვმა განუცხადა.

„რუსეთმა თავისი ბირთვული შეიარაღება ეროვნულ ტერიტორიაზე გადმოიტანა. ვთვლით, რომ იგივე ნაბიჯი ამერიკულ მხარეს დიდი ხნის წინ უნდა გადაედგა“, - ამბობს ულიანოვი.

თუმცა, ვაშინგტონი „ტოვებს მათ ევროპის ტერიტორიაზე, რომელთა რიცხვი მონაცემების მიხედვით, 200-მდე საავიაციო ბომბს შეადგენს.“

დიპლომატის თქმით, აშშ გეგმავს მათ მოდერნიზებას ისე, რომ შეიარაღება სახმარად კიდევ უფრო ვარგისი იყოს - გაიზარდოს სიზუსტე, თუმცა გამანადგურებელი ძალა შემცირდეს.

„არსებულის გარდა, თუ კიდევ იგეგმება ევროპის ტერიტორიაზე დამატებითი ბირთვული არსენალის განთავსება, მაშინ ეს მხოლოდ გაართულებს სიტუაციას“, - ამბობს ულიანოვი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა