ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს გაიმართება

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს, 15:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციიდან" აცნობეს, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ახლად არჩეულმა აღმასრულებელმა საბჭომ პირველი სხდომა გამართა, სადაც მთავარი საკითხი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის თარიღის, ადგილის და დღის წესრიგის დამტკიცება იყო.

”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 9 დეკემბერს გაიმართა, სადაც "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს 11, ეთიკის კმისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრი აირჩიეს. ,,ადვოკატთა შესახებ” კანონის და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წესდების მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური უნდა გაიმართოს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა