23-24 დეკემბერს „ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018“ გაიმართება

23 -24 დეკემბერს, საქართველოს ღვინის კლუბი და ვერის ბაზარი „ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018-ს გამართავს. ამის შესახსებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ღვინის კლუბიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, „ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018“ ორივე დღეს, დილის 10:00–დან საღამოს 20:00 საათამდე ღვინის #1 ქარხნის ძველ სარდაფებში ორ სართულზე გაიმართება.

ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის კომპანიები და საოჯახო მარნები თავიანთ საუკეთესო ღვინოებს შემოგთავაზებენ საახალწლო და საშობაო სუფრისთვის.

ორგანიზატორების ცნობით, აქ შეძლებთ ერთ სივრცეში აარჩიოთ და თავად მწარმოებლებისგან შეიძინოთ თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ქვევრის, ნახევრადტკბილი და ტკბილი, ცქრიალა ღვინოები, ასევე შემაგრებული ღვინოები, მაგარი სასმელი.

„ღვინის საახალწლო ბაზრობაზე“ 70-მდე ღვინის კომპანია და მცირე მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. იქნებიან როგორც წამყვანი ქართული ღვინის დიდი კომპანიები, ისე საშუალო და მცირე მეღვინეობები და საოჯახო მარნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

23 და24 დეკემბერს, ღვინის საახალწლო ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს თავიანთ საუკეთესო მოსავალს დაგახვედრებენ შემდეგი ღვინის კომპანიები და საოჯახო მარნები: მეღვინეობა ხარება, თბილღვინო, თელიანი ველი, მილდიანი, ასკანელი, შატო ნეკრესი, ღვინის კომპანია შუმი, შილდა, ბადაგონი, ვახტანგ ბერუაშვილის მარანი "ვახტანგური", სესიაშვილის მარანი, ნათენაძის მარანი, სიმონ ჩხეიძის მარანი, ჯაყელების ღვინო, ბუნებური, ალექსი ციხელიშვილის მარანი, შატო ხაშმი, Togonidze’s wine, ალექსანდრე დისტილერი, უსახელაური, დავით მიხელიძის მარანი, ღვინო კალამი, ღვარძელაშვილის მარანი, ძმების მარანი, ზედაშე, Union Wine Invest, კონდოლის მარანი, ტიბაანი, საქველმოქმედო კავშირი თემი, ნოდარ ბაღაშვილის მარანი, მარანი სანავარდო, Liquid Sun, Matrobela Wines, ახალგაზრდა მეღვინე, დავით ჩიხლაძის მარანი "გრავისი".

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღვინოსთან ერთად ასევე შესაძლებელია სხვა მაგარი სასმელის შეძენასაც.

საახალწლო ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება კომპანია Glassgo Geogia-ს ღვინის მინის ჭურჭელი, ტაბლა ნოვას ინოვაციური და პრაქტიკული პროდუქცია სამოყვარულო, პროფესიული და HoReCa მიმართულებით. ტაბლა ნოვას სტენდთან შეძლებთ ასევე შეიძინოთ ღვინის კლუბის ტრადიციული სადეგუსტაციო ჭიქები საკიდით, რომელიც სპეციალურად ბაზრობისთვის დამზადდა.

„ღვინის საახალწლო ბაზრობაზე“ ღვინოსთან მისაყოლებლად ღვინის #1 ქარხნის მეორე სართულის ტერასაზე მაყალი დაიდგმება, სადაც მწვადი და თევზი დამთვალიერებლის თვალწინ შეიწვება. აქვე დაგხვდებათ ქართული ქვევრის ლუდი, ჩამოისხმება ღვინის საახალწლო ბაზრობის სახელობითი ღვინოებიც, კარდანახული რქაწითელი და საფერავი (კომპანია Art gvino). გარდა ამისა დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, დაინთება სადღესასწაულო კოცონები, იქნება მუსიკაც.

ღვინის საახალწლო ბაზრობაზე ქართული პროდუქტიც იქნება წარმოდგენილი: ყველი (Cheese Corner), ჩურჩხელა, ფელამუში, ჩირი, თაფლი, მურაბები, შოკოლადი, თხილი და სხვა გემრიელი საახალწლო ნუგბარი. ბაზრობაზე იქნება ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც (არტმანი, ფოტია, ლორინა არტ, IrenDesign, ნინო მისრიაშვილი, ხის აქსესუარები, Woodson Georgia).

23 დეკემბერს, ღვინის კლუბი Vinoge.com-ის 10 წლის იუბილესაც აღვნიშნავს. საიუბილეო შეხვედრა ღვინის საახალწლო ბაზრობის ფარგლებში გაიმართება, ღვინის ქარხანა #1–ში, პირველ სართულზე, სარდაფში. ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს