ფოთში ავარიის დროს ერთი პირი დაშავდა

ფოთში, აკაკისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

,,46 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. უტარდება ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საჭიროებს დინამიურ დაკვირვებას“, - განაცხდა კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა