პანკისის მკვიდრი - ახმედ ჩატაევის ცხედრის გადმოცემას ყოველდღე ველოდებით, ხეობა მზად არის ყველა წესის დაცვით მოხდეს დაკრძალვა

ადგილობრივების განცხადებით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული ახმედ ჩატაევის ცხედარს პანკისის ხეობაში დაკრძალავენ, თუმცა, ზუსტი დრო მათთვის უცნობია.

"ახმედ ჩატაევის ცხედრის გადმოცემას პანკისში ყოველდღე ველოდებით. ხეობა მზად არის ყველა წესის დაცვით მოხდეს ჩატაევის ცხედრის დაკრძალვა. ვფიქრობ, ეს ახალ წლამდე მოხდება ეს. როგორც ვიცი, უხუცესებს სხვადასხვა უწყებებთან აქვთ კომუნიკაცია. ცხედრის გადმოცემა კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გაჭიანურდა, რადგან ექსპერტიზა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა", - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლაფანყურის სპეცოპერაცის დროს ლიკვიდირებული ბაჰაუდინ ალდამოვის მამამ, ასულიდან ალდამოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო