იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული სისტემით განაწილების წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული სისტემით განაწილების წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს. როგორც საბჭოს ერთ-ერთმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვით ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე მომუშავე მოსამართლის საქმეთა დატვირთულობა 5%-ით უნდა შემცირდეს. მისივე თქმით, სხდომაზე საბჭოს წევრებმაც გამოთქვეს ინიციატივა, რომ შემცირდეს საქმეთა რაოდენობა იმ მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობრივად სხვადასხვა ორგანოებში არიან წარმოდგენილები.

"მაგალითისთვის ვიტყვი იმას,რომ ვასილ მშვენიერაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა, სხდომაზე საუბრობდა იმაზე, რომ საკმაოდ დატვირთულია. მჯერა, რომ დატვირთულია, ვინაიდან მას უკავია თავმჯდომარის თანამდებობა, ამავდროულად არის მოსამართლე და საბჭოს წევრი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მოგვიწევს ფიქრი, ხომ არ სჯობია, თავმჯდომარეები არ იყვნენ იმავდროულად საბჭოს წევრები და არ ეკავოთ რამდენიმე თანამდებობა, რადგან მათი დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ ერთსა და იმავე ადამიანს რამდენიმე თანამდებობა ეკავოს. საბჭოს წევრებსაც სურთ, რომ შემცირდეს საქმეთა რაოდენობა იმ მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობრივად სხვადასხვა ორგანოებში არიან წარმოდგენილები. ბუნებრივია, ჩემთვის ეს მეტ დასაბუთებას საჭიროებს, ვინაიდან უნდა ვიცოდე მეტი ინფორმაცია ამ საკითხზე, თუ როგორია მათი დატვირთულობა ამჟამად, როგორც მოსამართლეების და რას შეცვლის 5%-ით შემცირება",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა