სულხან სალაძე - მომავალ წელს სახელმწიფო უფრო ნაკლებს დახარჯავს დაზვერვასა და გარემოს დაცვაზე, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რაც მიუღებელია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაციის თავმჯდომარე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს.

საია-ს თავმჯომარის, სულხან სალაძის კრიტიკა ეხება შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, სტარტაპებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებამოსილების მინიჭებას და ბორდის უფლებების შემცირებას.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოთავაზებული ცვლილებებით ცდილობს, რომ შესყიდვებთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ დარჩეს არანაირი რეგულაცია. არ არსებობს არანაირი სტანდარტი, თუ როგორ მოხდება პროდუქტების შერჩევა და შესყიდვა, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს, რა პრინციპით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამ უფლებამოსილებების მხოლოდ საბჭოზე და მენეჯმენტზე გადაცემა არის შეცდომა და რეალურად, კანონმა უნდა განსაზღვროს მინიმალური სტანდარტი, როგორ მოხდება შესყიდვები. აბსოლუტურად გაურკვეველია ე.წ. სტარტაპებთან დაკავშირებული ცვლილებები. არ არსებობს არანაირი რეგულაცია შემოთავაზებულ ცვლილებებში. არ არსებობს წარმოდგენილ შენიშვნებში თანხის ოდენობა ე.წ. სტარტაპების. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე სტარტაპები. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მომავალ წელს დაახლოებით 53 მლნ ლარია. ეს თანხა ნახევარზე მეტი გამოდის მთელი სარეკლამო ბაზრის საქართველოში. ამ ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა, რომ გაეზარდოს კომერციული რეკლამის დრო, მიუღებელია. მომავალ წელს სახელმწიფო უფრო ნაკლებს დახარჯავს დაზვერვასა და გარემოს დაცვაზე, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. როცა ეკონომიკის ზრდის პირობებში მაუწყებელს გარანტირებულად ეზრდება დაფინანსება, არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია კომერციული რეკლამისთვის დროის გაზრდის თაობაზე. წარმოდგენილი ცვლილებებით სუსტდება ბორდის უფლებამოსილებებიც",- განაცხადა სალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო