„გოსფილმოფონდში“ დაცული 11 ქართული ფილმის ასლის გადმოცემასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული 11 ქართული ფილმის ასლი ქართულ მხარეს გადმოეცა.

ფილმების საქართველოში დაბრუნების პროცესი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, „თიბისი ბანკის“, „ჯი-ემ-თი ჯგუფისა“ და „IDS ბორჯომი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში უკვე 15 ფილმი დაბრუნდა.

დღეს კულტურის სამინისტროში 1925 წლიდან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული 11 ქართული ფილმის ასლის გადმოცემასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

სამშობლოს დაუბრუნდა შემდეგი ფილმები: რეჟისორ მიხეილ კობახიძის - „ქორწილი“, „ქოლგა“, „მუსიკოსები“; ბაადურ წულაძის „ფეოლა“, ელდარ შენგელაიას „შერეკილები“; ლეო ესაკიას „ფრთოსანი მღებავი“, კოტე მიქაბერიძის „ქაჯეთი“, ალ. წუწუნავას „ვინ არის დამნაშავე“, კოტე მარჯანიშვილის - „ამოკი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“; ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო“.

როგორც კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში სახელმწიფოსთან ერთად ჩართულია კერძო სექტორიც.

„კულტურის სამინისტროსა და „გოსფილმოფონდს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოსკოვში დაცული ქართული ფილმები სამშობლოს უბრუნდება. ეს პროცესი დაწყებულია და დღეისთვის უკვე 15 ფილმია ჩამოსული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში კერძო სექტორი დაგვიდგა გვერდით“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, მომავალ წელს პრაქტიკულად გასამმაგდება ბიუჯეტი ამ მიმართულებით, იმისათვის, რომ უფრო მეტი ფილმი დაუბრუნდეს სამშობლოს და რაც შეიძლება მალე დამთავრდეს აღნიშნული პროცესი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა