მუამარ კადაფის შვილი ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟი სეიფ ალ-ისლამი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ გაზეთ Egypt Today-ს კადაფის ოჯახის წარმომადგენელმა ბასემ ალ-ჰაშიმ ას-სოულმა განუცხადა.

„სეიფ ალ-ისლამი კენჭს იყრის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სავარაუდოდ 2018 წელს ჩატარდება“, - განაცხადა მან.

2011 წელს ამბოხებულებმა მუამარ კადაფი და მისი ერთ-ერთი ვაჟი მუატასემა მოკლეს. კიდევ ერთი ვაჟი, ჰამისი, ტრიპოლის დაბომბვისას დაიღუპა. სეიფ ალ-ისლამი ტყვედ აიყვანეს, 2015 წლის ივლისში კი სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მიმდინარე წლის ივნისში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ „აბუ ბაქრ ას-სიდდიკმა“, რომლის ტყვეობაში სეიფ ალ-ისლამმა დაახლოებით 6 წელი გაატარა, განაცხადა, რომ ამ უკანასკნელს ათავისუფლებდა ლიბიის პარლამენტის მიერ გამოცემულ საყოველთაო ამნისტიაზე დაყრდნობით. 2011 წლიდან მისი გათავისუფლებისთვის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოც იბრძოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო