ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კონფერენცია - „ტურიზმი - ადგილობრივი განვითარებისთვის” გაიმართა

რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით „ტურიზმი - ადგილობრივი განვითარებისთვის” გაიმართა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანია ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო პროექტების განხორციელება, ტურიზმის განვითარება რეგიონებში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული ადგილების და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის მხარის წარმომადგენლები, გუბერნატორები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, ქალაქის მერები და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

კონფერეციაზე წარმოდგენილები იყვნენ მთის კურორტების განვითარების კომპანია და დაცული ტერიტორიების სააგენტო.

კონფერენციის მონაწილეებმა პრეზენტაციების სახით საზოგადოებას დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

კონფერენციის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გააცნო.

“საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს შეხვედრების ორგაზიებას, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა უწყებების ჩართულობას ტურიზმის განვითარების საკითხებში. როგორც იცით ყველა უწყება როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში მონაწილეობს. ეს ფორმატი იძლევა შესაძლებლობას გაცვალონ ინფორმაცია და წარმოადგინონ პროექტები, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა