დიმიტრი ქუმსიშვილი “ევროკონტროლის” დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის „ევროკონტროლის“ (EUROCONTROL) დირექტორატის წარმომადგენლებს ადრიან ჰეერბარტს და მაურიციო რომანინის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა “ევროკონტროლის” და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” თანამშრომლობაზე, რომლის წევრიც საქართველო 2014 წელს გახდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოში ფრენების უსაფრთხოების ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. თანამშრომელთა გადამზადების მაღალი დონე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენებული ახალი შენობები მეტ საშუალებას აძლევს სახელმწიფო კომპანიას „საქაერონავიგაციას“, შეასრულოს თავისი უმნიშვნელოვანესი მისია - დაიცვას ფრენის უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა „საქაერონავიგაციის“ როლზე ისეთი ინიაციატივის განხორციელების ფარგლებში, როგორიცაა “ერთიანი ევროპული ცა”.

„ევროკონტროლის“ მარშრუტების სააერნაოსნო მომსახურების ცენტრალური ოფისის (CRCO) დირექტორმა, “ერთიანი ევროპული ცის” პერსონალისა და ფინანსების დირექტორატის დირექტორმა ადრიან ჰეერბაარტიმ და ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მაურიციო რომანინიმ დადებითად შეაფასეს საქართველოს „ევროკონტროლში“ გაწევრიანების შემდეგ, „საქაერონავიგაციის“ 4-წლიანი მუშაობა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, 2018 წლის სექტემბერში, საქართველოში დაგეგმილი „ევროკონტროლის“ გაფართოებული სხდომის ჩატარებაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ამავე სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს