ზურაბ ალფაიძე - 2018-2020 წლების განმავლობაში GWP 114 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

2018-2020 წლების განმავლობაში ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 114 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკმა GWP-ს საინვესტიციო გეგმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე შეითანხმა.

როგორც GWP-ს ოპერაციების მართვის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზურაბ ალფაიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იქონიებს თუ არა გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე ინვესტიციების მოცულობა, ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც განსახილველი დარჩა სხვა სატარიფო კომპონენტები.

”კომისიამ სრულად შეითანხმა წარმოდგენილი გეგმები, როგორც GWP-ს, ასევე რუსთავის წყლისა და მცხეთის წყლის. რაც შეეხება სატარიფო დადგენილებებთან დაკავშირებულ სხვა კომპონენტებს, მიმდინარე და მომდევნო კვირაში გაგრძელდება განხილვები საოპერაციო დანახარჯების კომერციული და ტექნიკური ინფორმაციების. ამ პროცესების დასრულების შემდეგ გახდება ტარიფი ცნობილი. გარდა ინვესტიციებისა, 4 სატარიფო კომპონენტია განსახილველი”, - განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს