ნინო ჯანგირაშვილი - კერძო ტელევიზიებისთვის სასურველი გადაწყვეტილებაა, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს

ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არის, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს კანონპროექტს, - ამის შესახებ პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ტელევიზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება არ მომხდარა.

"შეთანხმებით არაფერზე შევთანხმებულვართ. პრეზიდენტს ვუთხარით ჩვენი არგუმენტები ყველა ასპექტში - დაწყებული კომერციული ნაწილით, დამთავრებული გამჭვირვალეობით და ა.შ. პრეზიდენტმა მოისმინა ეს არგუმენტები, შეხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებსაც და საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არის, რომ მან ვეტო დაადოს კანონპროექტს",- განაცხადა ჯანგირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა