რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება, - ამის შესახებ სააგენტოს „რესი“ დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ე.წ. ელჩმა მარატ კულახმეტოვმა განუცხადა.
„რუსეთის საელჩომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ამიტომ მე გადავწყვიტე, გავსხნათ სამხრეთ ოსეთში 9 საარჩევნო უბანი“, - განაცხადა კულახმეტოვმა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.