სემეკი ელექტროენერგიისა და წყლის სამომხმარებლო ტარიფზე 25-26 და 28 დეკემბერს იმსჯელებს

ელექტროენერგიისა და წყლის სამომხმარებლო ტარიფზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 25-26 და 28 დეკემბერს იმსჯელებენ.

როგორც კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წინასწარ იმის თქმა, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის სამომხმარებლო ტარიფი, ნაადრევია და საჭიროა მოხდეს ყველა კომპონენტის გათვალისწინება სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას.

„დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე სხდომა. თუ არაფერი შეიცვლება ეს სხდომები გაიმართება 25- 26 და 28 დეკემბერს, სადაც უკვე იქნება საბოლოო ციფრები ნაჩვენები“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

კომისიის წევრმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინვესტიციო გეგმის შეთანხებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიამ პირველად დაადგინა 3 წელზე წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა.

„დადგინდა სამწლიანი ტარიფები, რაც პირველად არის ჩვენს პრაქტიკაში. წარმოდგენილი იყო 126 მილიონი ლარის ინვესტიცია, თუმცა კომისიამ შევითანხმეთ 114 მილიონი. ეს არის ის ინვესტიციები, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს წინასწარ ტარიფში. რაც შეეხება ზოგად ინვესტიციებს, აქცენტი კეთდება მიწოდების საიმედოობის გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე. ამასთან ინვესტიციები მნიშვნელოვანია, რადგან 2018 წლიდან კარდინალურად იცვლება რეგულაციები მიწოდების საიმედოობასთან და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, ანუ რამდენი ავარია შეიძლება მოხდეს და რა ხანგრძლივობით იქნება ავარია, ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაწესდება სანქციები. ინვესტიციების ეს მოცულობა ტარიფზე გარკვეულ გავლენას მოხდენს, თუმცა რა გავლენას მოახდენს, საუბარი ნაადრევია, რადგან არ არის დამტკიცებული თუნდაც ნორმატიული დანაკარგების ოდენობა, რაზეც ჩვენ უახლოეს სხდომებზე ვიმსჯელებთ“ ,- განაცხადა ფანგანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა