გიორგი მარგველაშვილი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხება, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს.

"აუცილებელია ეს კანონპროექტი, ძალიან კარგი კანონპროექტია და მთელი პრესის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ გაინტერესებთ, უპირატეს მდგომარეობაში ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ნამდვილად არ არის. როდესაც მილიონებზეა საუბარი, განსაკუთრებით ”რუსთავი 2”- ს ვთხოვ გაიხსენოს, სახელმწიფოსგან, ბიუჯეტიდან ნაპატიები თანხები, რომელიც ერთი ტელევიზიის დაარსებას ეყოფა",- განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ.

დღესვე, პრეზიდენტს არასამთავრობო სექტორისა და ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ამ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება დააფიქსირეს.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა