„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ოზურგეთში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ოზურგეთში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, კომპანია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას განაგრძობს. კერძოდ, კომპანიამ ოზურგეთში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ოზურგეთის ცენტრში 2000-მდე აბონენტების ენერგომომარაგება.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე დასრულებულია მაღალი ძაბვის კაბელის მონტაჟი, გაიჭიმა ხაზი ორ ფიდერს შორის, რითაც ქ. ოზურგეთის ცენტრში აბონენტების ენერგომომარაგების ალტერნატიული წყარო შეიქმნა“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს