ნაძალადევში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„50 წელზე მეტია ამ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ დაგებულა. ადგილობრივ მცხოვრებლებს წვიმიან ამინდში ძალიან დიდი დისკომფორტი ექმნებოდათ. ახლა უკვე მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობაც კმაყოფილია, რადგან პროექტის მიმდინარეობისას, მაქსიმალურად ვეცადეთ, მათი ყველა მოთხოვნა გაგვეთვალისწინებინა“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ლეჩხუმის პირველ შესახვევში ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიურები. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა