თამთა მურადაშვილი - ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი ყველა კერძო ტელევიზიას აზარალებს და მორგებულია მხოლოდ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვითომ განვითარებაზე

ტელეკომპანია “რუსთავი 2” - ის წარმომადგენლის, თამთა მურადაშვილის ინფორმაციით, მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს. როგორც მურადაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, პრეზიდენტი მზად არის, რომ ის კითხვები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირდა, დასვას ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

"ეს კანონპროექტი ამ სახით აზარალებს ყველა კომერციულ და კერძო ტელევიზიას. ის მორგებულია მხოლოდ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვითომ განვითარებაზე. ამ კანონპროექტით ირღვევა კონკურენციის მთავარი პრინციპი, რისი ვალდებულებაც აღებული აქვს საქართველოს. ამ საკითხის განხილვა ხდება მხოლოდ ერთ ჭრილში - ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელშეწყობის ჭრილში და ამის ფონზე ხდება კერძო მაუწყებლების დაჩაგვრა",- განაცხადა მურადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა