Politico - ობამას ადმინისტრაციამ „ჰეზბოლას“ მიერ ნარკოტიკების კონტრაბანდაზე გამოძიება დახურა, რათა ირანს ბირთვულ შეთანხმებაზე უარი არ ეთქვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მიერ ნარკოტიკების კონტრაბანდაზე, მათ შორის აშშ-ში, გამოძიება დახურა, რათა ირანს უარი არ ეთქვა ბირთვულ შეთანხმებაზე , - აღნიშნულის შესახებ ამერიკული გამოცემა Politico წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, 2008 წელს, კამპანია „კასანდრას პროექტი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც მიიღეს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ ნარკოტიკებისა და იარაღის ვაჭრობით, ფულის გათეთრებითა და სხვა დანაშაულებრივი საქმიანობით არის დაკავებული. აღნიშნული საქმიანობა ორგანიზაციას წელიწადში ერთ მილიარდამდე აშშ დოლარის შემოსავალს აძლევდა.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა ამ პროექტზე. მათ შეადგინეს ოპერატიული რუკა და გამოავლინეს კოკაინის მიწოდება ლათინური ამერიკიდან დასავლეთ აფრიკაში და ევროპაში, ასევე ვენესუელისა და მექსიკის გავლით აშშ-ში. მათ ასევე გამოავლინეს ფულის გათეთრების სქემა.

როგორც გამოცემა Politico აღნიშნავს, ობამას ადმინისტრაციამ საქმის დახურვა გადაწყვიტა, რათა ირანს უარი არ ეთქვა ბირთვულ შეთანხმებაზე.

ირანმა და საერთაშორისო შუამავლების „ექვსეულმა“ (რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია) 2015 წლის 14 ივლისს შეთანხმებას მიაღწიეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს