დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის წარდგენისას ჩინეთსა და რუსეთს კონკურენტებად გამოაცხადებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის წარდგენისას ჩინეთსა და რუსეთს კონკურენტებად გამოაცხადებს, რომელნიც წარმოადგენენ გამოწვევას აშშ-ს ძლიერების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

„მათ სურთ თავიანთი ეკონომიკა ნაკლებ თავისუფალი და სამართლიანი იყოს, გაზარდონ სამხედროთა რაოდენობა და აკონტროლონ ინფორმაცია და მონაცემები, რათა ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე, ასევე გაზარდონ თავიანთი გავლენა“ , - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„სტრატეგია, რომელიც თვეების განმავლობაში მუშავდებოდა პრეზიდენტისა და მისი მრჩევლების მიერ, არ იმეორებს ექსპრეზიდენტ ბარაქ ობამას 2016 წლის მიდგომას კლიმატის ცვლილებაზე, როგორც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებაზე“, - განაცხადეს ტრამპის თანაშემწეებმა.

ტრამპის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ასახავს მის ხედვას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რომლის მიხედვით უნდა დაიცვან აშშ-ს საზღვრები, გარდაქმნან აშშ-ს სამხედრო ძალები, გააძლიერონ გავლენა საერთაშორისო არენაზე და აწარმოონ ისეთი სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება აშშ-სთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა