ზაზა ხატიაშვილი - თუ ლევან ჯანაშია ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, არჩევნები მაინც ჩატარდება

იმ შემთხვევაში, თუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ჯანაშია ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, აღნიშნული არჩევნები მაინც ჩატარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ლევან ჯანაშიას, პირველი ტურის არჩევნების დარღვევით ჩატარების თაობაზე ადვოკატთა ასოციაციისთვის საჩივრით არ მიუმართავს, რის გამოც ასოციაციამ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისა და თარიღის დასახელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, ზაზა ხატიაშვილის თქმით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პირველი ტურის არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ახლა კი ლევან ჯანაშიას გუნდი „დემარშზე მიდის“.

„ლევან ჯანაშიამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პირველი ტურის არჩევნები წააგო და გამარჯვებული არის დავით ასათიანი. ჯანაშიას ადვვოკატთა ასოციაციისთვის ოფიციალურად არ მოუმართავს და საჩივარი არ შემოუტანია, რომ რამე პროცედურები დაირღვა. ამიტომ ჩვენ დღეს, ახალი აღმასრულებელი საბჭოს სხდომა მოვიწვიეთ და საჩივარი რომ არ იყო შემოტანილი, ვერც ვერაფერზე ვიმსჯელეთ. ამიტომაც დავნიშნეთ არჩევნების მეორე ტური. ხოლო, პირველი ტურის არჩევნებზე ექსცესები რომ დაფიქსირდა, მაშინ უკვე არჩევნები დასრულებული იყო. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მეორე ტური მაინც ჩატარდება, ეს ხალხი დემარშზე მიდის, არჩვენებს ჩვენ მაინც ჩავატარებთ. მოვა ხალხი და ხმას მისცემს დავით ასათიანს“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს, 15:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა პირველი ტურის არჩევნებში ასეთია: ასათიანი დავითი -1128 ხმა, ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ებრალიძე დავითი - 31 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს