გაერო-ს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატებს უმაღლეს საბჭოში უმასპინძლეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და გიორგი რომანაძემ გაერო-ს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატებს უმასპინძლეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ახალგაზრდებს უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, მის ფუნქციები და მუშაობის ძირითადი პრინციპები გააცნეს, ისაუბრეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

პროექტი სახელწოდებით - „გაერო-ს ახალგაზრდული ასამბლეა 2017“ ბათუმში, სასტუმრო „ შერატონში“ 16 დეკემბერს გაიხსნა და მასში მონაწილეობს საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდა. ასამბლეა მუშაობას დღეს დაასრულებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო