თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს, ხვალ, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 19 დეკემბერს, მთაწმინდაზე, 03:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს; საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის გამზირის, ლიხაურის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს; 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), იოსებიძის, იყალთოს, ბუკიას, ბახტრიონის და კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს; დიდგორის რაიონში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის მცხოვრებლებს;  ვაკეში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, კავსაძის, ტიციან ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, არაყიშვილის, აბაშელის, რაზმაძის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, რადიანის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს