„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-16 ასამბლეაში მონაწილეობდა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-16 ასამბლეაში მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-16 ასამბლეაზე "ადამიანის უფლებათა ცენტრის" თანადირექტორმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის თავმჯდომარემ, ნინო ცაგარეიშვილმა სასამართლოს წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც აგვისტოს ომის გამოძიებას ახლავს თან და წევრ სახელმწიფოებს თანამშრომლობისკენ, გამოძიების ეფექტურად წარმართვისათვის მოუწოდა. ასამბლეა ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში 4-14 დეკემბერს გაიმართა.

ნინო ცაგარეიშვილმა ხაზი გაუსვა, ასევე, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მოუწოდა „დაზარალებულთა ნდობის ფონდს“ მხარდაჭერის მანდატის გამოყენებისაკენ დაზარალებულთა დახმარების მიზნით. ისევე, როგორც წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ნდობის ფონდს ნებაყოფლობითი ფინანსური შენატანების სახით, რათა ფონდმა შეძლოს სხვადასხვა სიტუაციის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში დაზარალებულთა დასახმარებლად მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა დაზარალებულთა დროული და სრულფასოვანი ინფორმირების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ სასამართლოს, როგორც ნეიტრალური წყაროს მხრიდან და ამ კუთხით წევრი სახელმწიფოების მხრიდან სასამართლოსადმი შესაბამისი დახმარების საჭიროებაზე.

ნინო ცაგარეიშვილმა ასევე მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, არ შეამცირონ სასამართლოს მიერ 2018 წლისათვის წარმოდგენილი ბიუჯეტი, რათა სასამართლომ სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა, მათ შორის, ადგილობრივი ოფისების ფუნქციონირება სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის ასამბლეაში მონაწილეობა ფინანსურად უზრუნველყო ფონდმა - „ღია საზოგადოება - საქართველო“ და ღია საზოგადოების ფონდების პროგრამამ - Open Society Justice Initiative.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა