თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური სესია კომუნიკეს მიღებით დასრულდა

თბილისში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური სესია კომუნიკეს მიღებით დასრულდა.

კომუნიკეში ძირითადი ყურადღება ეთმობა სუამ-ის წევრ სახელმწიფოებში არსებულ კონფლიქტებს, თუმცა რუსეთზე მითითების გარეშე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასამბლეის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს რეგიონული და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების როლს რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხში იმ ფონზე, როდესაც იზრდება საერთაშორისო დაძაბულობა, რაც გამოიხატება საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევაში.

„საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა შეშფოთება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო. საპარლამენტო ასამბლეამ კვლავ დააფიქსირა თავისი თავისი მტკიცე პოზიცია, რომ სუამ-ის სივრცეში კონფლიქტების დარეგულირება უნდა მოხდეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ამ ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით. საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პრინციპული პოზიცია, რომ სახელმწიფოს ტერიტორია არ შეიძლება გახდეს მიტაცების, სამხედრო ოკუპაციის ან ანექსიის ობიექტი“, - ნათქვამია კომუნიკეში.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა საერთაშორისო საზოგადოებას გადაუწყვეტელი კონფლიქტების დარეგულირების საკითხის მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს და ხაზს უსვამს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და სხვა რეგიონულ საპარლამენტო ორგანიზაციებს შორის ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სესიის მსვლელობისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მოითხოვა კომუნიკეს ტექსტში დაფიქსირებულიყო რუსეთი, როგორც ოკუპანტი. აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა უკრაინის დელეგაციამაც, თუმცა საბოლოო ჯამში, კომუნიკეს წინასწარ შეთანხმებულ ტექსტში ცვლილებები არ შესულა.

საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური სესიის ბოლოს სუამ-ის თავმჯდომარეობა საქართველოდან მოლდოვას გადაეცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო