ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში მოქმედ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში მოქმედ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საკრედიტო კავშირების გარდა, არარეგისტრირებული საფინანსო შუამავლებიც ესწრებოდნენ, ისაუბრეს მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

გაიმართა მსჯელობა საფინანსო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები როგორც მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებთან, ასევე კონკრეტულ საზედამხედველო მიდგომებთან დაკავშირებით, როგორიცაა კორპორატიული მართვის, ადმინისტრატორების შესაფერისობის, საკრედიტო რისკების მართვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, ლიკვიდაციისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს კომუნიკაციის ფორმატთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ცვლილებებისა და კონკრეტული საზედამხედველო მიდგომების შესახებ საფინანსო ინსტიტუტების დროულ ინფორმირებას პროცესის ყველა ეტაპზე უშუალოდ ეროვნული ბანკის მხრიდან.

ასევე აღინიშნა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მათი ფინანსური განათლების დონის ამაღლება ურთიერთსასარგებლოა მომხმარებლებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ფინანსურმა ინსტიტუტებმა გამოთქვეს მზაობა გააძლიერონ ძალისხმევა რისკების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისა და კლიენტების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს