მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე უკრაინის გენპროკურატურის საჩივრის განხილვის თარიღი ცნობილია

კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვის თარიღი დაასახელა. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იუწყება.

საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 22 დეკემბერს, 11:15 საათზე დაიწყება. 11 დეკემბერს კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

15 დეკემბერს გენერალურმა პროკურატურამ პეჩერსკის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო