ზუგდიდში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს

ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის საახალწლო დიზაინით მორთვა და განათებების დამონტაჟება მიმდინარეობს. საახალწლო ღონისძიებები 22 დეკემბერს, ქალაქის სკეიტ პარკში ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და 7 იანვარს ალილოთი დასრულდება. ახალი წლის ღამეს დაგეგმილ გალა კონცერტში კი მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ, მათ შორის, ანსამბლი "ოდოია", ანსამბლი "ცისკარი", "ჩელა" თიკო თოდუა, ლაშა თოდუა და სხვები.

საახალწლო ღონისძიებების განრიგი კი ასე გამოიყურება: 22 დეკემბერი - 18:00 საათზე - კონცერტი (ბენდ "ზუგდიდის" მონაწილეობით, ნაძვის ხის ანთება (სკეიტ პარკი), 27 დეკემბერი 17:00 საათი - მერის საბავშვო-საახალწლო მიღება (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ),

31 დეკემბერი, 22:00 საათი - საახალწლო გალა-კონცერტი (სკეიტ-პარკი),

3 იანვარი 15:00 საათი - თოჯინების თეატრი- საახალწლო ზღაპარი ყველაზე პატრა მაყურებლებისთვის (კულტურის ცენტრ „ოდიშის“ დარბაზი),

7 იანვარი 12:00 საათი - საშობაო ალილო.

ბიუჯეტიდან საახალწლოდ სულ 32 000 ლარამდე დაიხარჯება, რომლიდანაც ფოიერვერკებისთვის 4 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. რაც შეეხება დანარჩენ 27 000 ლარზე მეტს, აღნიშნული თანხა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის გადასაცემი სასაჩუქრე პაკეტებისთვის არის განსაზღვრული.

ზუგდიდის გარდა საახალწლოდ სხვადასხვა ღონისძიებები 31 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით სამეგრელო-ზემო სვანეთის დანარჩენ რვა მუნიციპალიტეტშიც იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა